ID 19055 1880 2019-03-12

იყიდება 36 ოთახიანი ძველი აშენებული კომერციული ფართი

ძველი აშენებული

80000 მ²   საერთო ფართი

/3   სართული

36    ოთახები

პროექტი : ინდივიდუალური

მდგომარეობა : გასარემონტებელი



აღწერილობა

სასტუმრო:
გურჯაანის რაიონის სოფელ „ვეჯინში“ მდებარე სასტუმრო-კომპლექსი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის მთისწინეთსა და ალაზნის ვაკის მიჯნაზე, ზღვის დონიდან 420 მეტრზე მდებარეობს. ის განთავსებულია 80000 კვ.მ მიწის ფართობზე და სასტუმროს 2 კომპლექსს მოიცავს. ნახევარწრიული ნაძვნარი და ალაზნის ულამაზესი ხედები სტუმრებს განსაკუთრებულ სანახაობას სთავაზობს.
სასტუმრო ახლადრესტავრირებულია, გარე ფასადები დამთავრებული, ხოლო სასტუმროს ნომრები კი ვიტრაჟული ტიპისაა. ობიექტს ასევე გააჩნია დიდი საპარკინგე ადგილი და სასტუმრომდე მისასვლელი მოასფალტებული გზა.

კახეთის შესახებ:
აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კახეთის რეგიონი ერთ-ერთი ულამაზესი და გამორჩეულია. ის მევენახეობისა და ღვინის უძველესი კულტურით გამოირჩევა და უნიკალური ბუნებით განთქმულია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სარბიელზე.

ახტალას შესახებ:
ქალაქ „გურჯაანში“ მდებარე სამკურნალო-ბალნეოლოგიური კურორტი „ახტალა“ საქართველოში ერთადერთია, რომელსაც უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონე ტალახი გააჩნია და იგი სასტუმრო-კომპლექსისგან სულ რაღაც 4,6 კილომეტრითაა დაშორებული. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებული ობიექტი „ახტალის“ სამკურნალო თვისებებით გაჯერებულ მიწაზე მდებარეობს. „ახტალის“ ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა ტიპის დაავადებებს. ამასთან ერთად, ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები, რომლებსაც სხვადასხვა ადგილზე უკვე ჩატარებული აქვთ მკურნალობა, სწორედ ახტალაზე მკურნალობის შემდეგ იწყებენ პირველი ნაბიჯების გადადგმას.
„ახტალის“ ტალახი ასევე გამოიყენება ისეთი შეხორცებითი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა: ჭრილობების და დამწვრობის შემდგომი კელოიდური ნაწიბურები, მაობლიტირებელი ენდარტერიტები. გარდა ამისა, უნიკალურ ტალახს გამოიყენებენ გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც ხშირად უშვილობის, დანამატებისა და საშვილოსნოს ქრონიკული ანთების გამომწვევი მიზეზია.

შენობის შესახებ :
შენობა 1981 წელს აშენდა და ის 2011 წელს განახლდა.
არსებული მდგომარეობა: ნახევრად სარემონტო.
ობიექტს უკან დამხარე შენობაც აქვს.
პროექტის შესახებ:
პროექტი მიზნად ისახავს განავითაროს უმაღლესი ხარისხის სპა და სხვა ძვირადღირებული მომსახურებები. გვჯერა, რომ სასტუმროს ერთ-ერთი უმთავრესი მომსახურება იქნება „ტალახის აბაზანა“, რომელიც ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდანაა ცნობილი თავისი სამკურნალო თვისებებით (კანის დაავადებებისა, მოტორული ფუნქციის დარღვევის მქონე პირების მკურნალობა და ა.შ)

სასტუმროს გააჩნია ზრდის პერსპექტივა და შეთავაზება შემდეგი სერვისებისა :
უგემრიელესი ქართული სამზარეულო-რესტორანი, ღვინის მარანი, ბიზნეს-ლაუნჯი, საკონფერენციო დარბაზები, სპა, შიდა და გარე აუზები, სავარჯიშო დარბაზი და სხვა მრავალი სერვისი კახეთის ულამაზესი ხედების ფონზე.
შენობის ზომები :
პირველი სართული - 1,938 კვ.მ
(პირველი სართულს აქვს ორი მოშენება
I მოშენების ფართი - 1.586 კვ.მ
II მოშენების ფართი - 960 კვ.მ
მეორე სართული - 2,047. კვ.მ
მესამე სართული - 861 კვ.მ
ტერასა - 519 კვ.მ


დამატებითი ინფორმაცია

გარაჟი
მანსარდა
ვერანდა
სათავსო
ავეჯი
ცხელი წყალი
ტელეფონი
ბუხარი
კონდიციონერი
სიგნალიზაცია
ინტერნეტი
გათბობა
ტელევიზორი
სარეცხი მანქანა
მაცივარი
ბუნებრივი აირი
აივანი
ელექტრო ენერგია
ბუნებრივი აირი
კანალიზაცია
წყალი
ასვალტიანი გზა
სასწრაფოდ
2400000 $
1 მ² 30 $

მსგავსი განცხადებები